ქგი
უძველესი დროიდან საქართველოს ისეთ ქვეყნად აღწერენ, რომელიც თავისი გეოგრაფიის, ბუნებრივი სიმდიდრეების, სილამაზის, თავისებურებებისა და ტრადიციების შესაბამისად, თავისი მაცხოვრებლების კულტურული წიაღსვლებით კაცობრიობისადმი შემოქმედის საჩუქრად ითვლება.
თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის საფუძველზე, საქართველოს განვითარებას, როგორც ხიდს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ისევე როგორც მრავალფეროვან ეკონომიკურ, შესაბამისად, კულტურულ პოტენციალს, დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი და წარმატებული ევროპული სივრცის მაჩვენებელი გზის განვითარებისათვის.
ქართულ-გერმანულმა მეგობრობამ, ისევე როგორც მრავალმხრივმა კავშირებმა, მჭიდრო და ნდობით აღსავსე ურთიერთობები წარმოშვა ხალხებს შორის, რომელიც 200-წლიან ტრადიციას ეფუძნება.
ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტი სწორედ ამ ამოცანებს ემსახურება. მეცნიერული სულისკვეთების საფუძველზე ერთობლივი მუშაობით უნდა აღიზარდონ კომპეტენტური პიროვნებები წარმატებული და ორმხრივი განვითარების მომავალი ეკონომიკური ფორმირებისათვის. შესაბამისად, პროექტების მეურვეობა და მხარდაჭერა ეროვნული, საყოველთაო ღონისძიებების განხორციელებისას, ქგი-ის მესამე ბურჯს წარმოადგენს.